ქართული ქირურგიული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის შექმნის იდეა პირველად გაჟღერდა საქართველოს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების სხდომაზე 2015 წლის 26 ივნისს. 2016 წლის აპრილში, პროფესორ გურამ ტატიშვილის თაოსნობით და შეუპოვარი მეცადინეობით დაიწყო ქართული რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ გამოცემა. 2018 წელს, საქართველოს გრ.მუხაძის ქირურგთა ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ჟურნალის დამაარსებლის და პირველი რედაქტორის ხსოვნის უკვდავსაყოფად ჟურნალს ეწოდა „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნე“.